რეზონანსი
31.10.2024

როგორც ვაშაძე აცხადებს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება.

"ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო.

ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა "ქართული ოცნება". პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×