რეზონანსი
04.11.2024

აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო , - ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, - განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×