ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება, - ასე მიმართა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.
ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს სწორედ ქართველი ხალხის ეშინია.
“ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება. მას ყველზე მეტად, იცით, რისი ეშინია? თქვენი - ყველაზე ძლიერი, ყველაზე მებრძოლი და სულით ხორცამდე თავისუფალი ქართველი ხალხის.
კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, კიდევ უფრო ძლიერები და მოპარულ არჩევნებს დავუბრუნებთ. საკუთარი სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო წუთამდე და თქვენს მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან მალე დავიბრუნებთ.
ძალიან მალე ჩვენი უსაყვარლესი ემიგრანტები იქნებიან ჩვენთან, როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდნენ და ჩაერთნენ საქართველოს მშენებლობის პროცესში. დიახ, ისინი დაბრუნდებიან და მათთან ერთად ავაშენებთ ევროპულ საქართველოს”, - მიმართა სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.