რეზონანსი
05.11.2024

გუშინ რადიკალებმა მორიგი აქცია ჩაატარეს. ჯერ პარლამენტის წინ მიტინგი გამართეს, შემდეგ მსვლელობით იუსტიციის სახლისკებ დაიძრნენ და ბოლოს გზაც გადაკეტეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ ჩანდა ნიკა გვარამია. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ახლების" ლიდერს კარვების გაშლასთან დაკავშირებით სხვა ლიდერებთან უთანხმოება მოუვიდა და განაწყენდა კიდეც.

სოციალურ ქსელში გაჩნდა საზოგადოების მხრიდან გაჩნდა კითხვა: სად იყო ნიკა გვარამია? 

ამ საკითხს გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანაუკა ჟორჟოლიანი რომელიც ამტკიცებს, რომ გვარამია აქციაზე იყო და ქვემოთ იდგა.

"აქციას რომ ტელევიზორიდან უყურებდით და ახლა კითხულობთ გვარამია სად იყოო, არ გგონიათ, რომ შორიდან პრეტენზიები არასწორია? სად იყო და ქვემოთ იდგა..." - დაწერა ჟორჟოლიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×