რეზონანსი
05.11.2024

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძის პრესსამსახურში განაცხადეს, ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარებენ, ჯაფარიძე სასამართლოში გამოცხადდება.

ცნობისთვის, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ასევე „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×