რეზონანსი
06.11.2024

პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტისგან მსგავსი ქმედება უცხო არ არის, რადგან, მისი თქმით, ზელენსკის საქართველოშიც ჰქონდა მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა.

"იმედია, პოლონეთის ვიცე-პრემიერს არ დააბრალებენ, რომ ის "ქართულ ოცნებაში" ან "ხალხის ძალაში" გაწევრიანდა, ან რუსეთუმეა. უკრაინის მხრიდან გასაგებია, რომ უნდა, სხვაც ჩართოს ომში, რათა თვითონ გაიიოლოს სიტუაცია, მაგრამ სხვა ქვეყანას ჰკითხეთ, თვითონ უკრაინა გააკეთებდა იმას, რასაც თვითონ სთხოვს სხვა ქვეყნებს? შესაბამისად, პოლონეთის ვიცე-პრემიერის ეს განცხადება არის წერტილი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ საქართველოზე იყო და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რჩება ზეწოლა მეორე ფრონტთან დაკავშირებით", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავას მოუწოდა, დაეხმაროს კიევს პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებაში. ამ მოთხოვნის გამო, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უფრო ღირსეული განცხადებები უნდა გააკეთოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×