ფოტო: დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ორგანიზაციის, UFC-ის პრეზიდებტი დეინა უაითი ერთად თვალყურს ადევნებენ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგების გამოცხადებას.
დონალდ ტრამპი ამ მომენტისათვის შვიდივე მერყევ შტატში ლიდერობს. ამ მონაცემებს CNN-ც კი ადასტურებს. ეს შტატებია არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია, ჩრდილოეთი კაროლინა და ვისკონსინი.
არიზონაში, ბიულეტენების 52%-ის დამუშავების შემდეგ, ტრამპს აქვს ხმების 49,8%, ხოლო მის დემოკრატი ოპონენტს კამალა ჰარისს - 49,3%. ჯორჯიაში ბიულეტენების 93% დამუშავდა - ტრამპს ხმების 50,7% აქვს, ჰარისს 48,4%. მიჩიგანში, სადაც ბიულეტენების 44% დამუშავდა, ტრამპმა 51,3% მოიპოვა, ჰარისმა კი 46,9%.
ნევადაში ამ დროისთვის ბიულეტენების მხოლოდ 2% დამუშავდა, მაგრამ ტრამპს უკვე აქვს 73%, ხოლო ჰარისს 26.2%. საკვანძო მერყევ შტატ პენსილვანიაში, რომელიც იძლევა 19 ამომრჩეველთა ხმას, ბიულეტენების 83%-ის დამუშავების შემდეგ, ტრამპს აქვს 51,2%, ჰარისს 47,7%.
ჩრდილოეთ კაროლინაში ბიულეტენების 90% დამუშავდა. ტრამპს აქვს 50,8%, ჰარისს 47,8%. ამასთან, ასოშიდ პრესის, ნიუ-იორკ ტაიმსისა და ბლუნბრგისის პროგნოზით, ტრამპი ამ შტატში გაიმარჯვებს და საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმას დაიმატებს. ვისკონსინში, ბიულეტენების 75%-ის დამუშავების შემდეგ, ტრამპს ჰქონდა 50,8%, ჰარისს 47,6%.
გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიაში უნდა მიიღოს 270 ხმა. არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას მერყევ შტატებში ხმის მიცემა მოახდენს, სადაც სულ 93 კოლეგიის წევრი უნდა გამოვლინდეს. ფოქს ნიუსის მონაცემებით, ტრამპს უკვე აქვს 232 ხმა ჰარისის 216.