რეზონანსი
06.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 23 ხმა აშორებს. "ფოქს ნიუსის" ცნობით, ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 247 ხმა აქვს, ხოლო მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს - 216. გამარჯვებამდე საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს.

ტრამპმა უკვე გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. რაც შეეხება კიდევ ერთ გადამწყვეტ შტატს - პენსილვანიას, იქ უკვე დათვლილია 94% და ტრამპი ჰარისს დიდი უპირატესობით (3%-ით) უგებს. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ეს შტატიც მოგებული აქვს და იგი 19 ხმას მიიმატებს. დამატებით ტრამპი ლიდერობს ვირჯინიაში, მიჩიგანში, არიზონაში და უკვე ნევადაშიც. მათგან ნებისმიერ ერთ-ერთში გამარჯვებითაც კი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდება. 

ბოლო ინფორმაციით, ვირჯინიის შტატის (10 ხმა) ბედიც გადაწყვეტილია. იქ დათვლილია ხმების 88% და ტრამპი ჰარისს დიდი სხვაობით - 4.3%-ით უსწრებს. კიდევ უფრო დიდია უპირატესობა მიჩიგანში, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა 6%-ია ტრამპის სასარგებლოდ, თუმცა იქ ჯერ ხმების 71%-ია დათვლილი. მისი ლიდერობა აშკარად გამოიკვეთა ალასკაზე, სადაც ხმების დათვლა ახლა დაიწყო და ტრამპი კონკურენტს 18%-ით უსწრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×