რეზონანსი
06.11.2024

სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი გა­ი­ხა­და პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დია, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა, ფა­ტი­მე მო­ჰა­ჯე­რან­მა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

„ამ სა­კითხს უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­დან და­ნახ­ვის ნაც­ვლად, სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვუ­ყუ­რებთ და ვცდი­ლობთ ამ სტუ­დენ­ტის, რო­გორც პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დის, პრობ­ლე­მე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ", - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც აჰუ დე­რი­ა­ია, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა საქ­მე.

„ამ სტუ­დენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. მისი მე­უღ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, მას მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმამ­დე უნდა დას­რულ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თე­ი­რან­ში, ის­ლა­მუ­რი აზა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი შა­ბათს გა­ი­ხა­და.

CNN-ის ცნო­ბით, ამ ფორ­მით გო­გო­ნამ ირან­ში მოქ­მე­დი მკაც­რი ჩაც­მუ­ლო­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­მა­კაც­თა ჯგუფ­მა გო­გო­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-მა გო­გო­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×