ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით, გამოეხმაურა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას, რატომ არ იჯდა საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა წამიერ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აქვს აგებული.
„სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა რომ წამიერ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აქვს აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს – როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შუაში ზის). რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სამიტი – სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება“, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.