რეზონანსი
07.11.2024

 სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში, სალომე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×