რეზონანსი
08.11.2024

არჩევნები არის დამთავრებული, ცესკო-ს მიერ შეჯამდება არჩევნების შედეგები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა, ეს არის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები.

„არჩევნები არის დამთავრებული, უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკო-ს მიერ. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×