რეზონანსი
08.11.2024

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მათი გუნდი წარმოდგენილი არ იყო, თუმცა ირწმუნება, რომ პაველ ჰერჩინსკისთან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან. გახარიას გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეხვედრას, ნამდვილად ჩვენი გუნდი არ იყო წარმოდგენილი, თუმცა გეტყვით იმას, რომ ბატონ ელჩ ჰერჩინსკისთან ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის, პერსონალურად გიორგი გახარიას და არჩევნების შემდეგ რამდენჯერმე იყო ასეთი კომუნიკაცია და უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს, მაგალითად, დახურულ ფორმატში შეხვედრა გვქონდა საქართველოშ აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ნებისმიერი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათ შორის ევროკავშირში, არის გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ყველაფერს დაერქვას ის სახელი, რაც უნდა დაერქვას, რაც იყო ობიექტურობა და ობიექტურად, ივანიშვილს ქვეყანაში ჰქონდა და აქვს მცდელობა, რომ ქართველ ხალხს არჩევნების ინსტიტუტი, უბრალოდ, წაგვართვას, - ამბობს ანა ბუჩუკური. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×