რეზონანსი
08.11.2024

“ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი პარტია, მხარდამჭერებთან ერთად, გმირთა მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც შემდეგ პარლამენტისკენ გაემართებიან.

ჯაფარიძის თქმით, მსოფლიოს უნდა გააგონონ, რომ “ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა, ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები “.

მსვლელობა ორი ლოკაციიდან იქნება, ძალიან მნიშნელოვანი დღეა, შემდეგ ყველა ერთად შევიკრიბებით გმირთა მოედანზე და კიდევ ერთხელ, მსოფლიოს გავაგონებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა, ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები და ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად დავიბრუნებთ, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×