რეზონანსი
08.11.2024

მოზამბიკში, 9 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საწინააღმდეგო აქციებზე, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართა, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საავადმყოფო ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად დღემდე ჯამში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ზოგი ორგანიზაცია დაღუპულთა უფრო მაღალ რიცხვს ასახელებს, მაგალითად, მოზამბიკის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრის თანახმად, აქციებზე ჯამში 34 ადამიანი დაიღუპა. 

"66 დაშავებულიდან, 57 სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო 4 დაცემისგან, 3 ფიზიკური აგრესიის შედეგად, 2 კი ბასრი იარაღით დაზიანდა", - თქვა მაპუტოს ცენტრალური საავადმყოფოში ზრდასრულთა სასწრაფო მომსახურების დირექტორმა, დინო ლოპესმა. 

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებიც და საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა თქმით, არჩევნებმა დემოკრატიული სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×