რეზონანსი
10.11.2024

უკრაინის წინააღმდეგ ომში ოქტომბერში ყოველდღიურად, საშუალოდ, 1 500 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა, ან იჭრებოდა და მსგავსი დანაკარგი რუსეთს არცერთ თვეში არ განუცდია ომის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან, ომის დაწყების დროიდან რუსეთის დანაკარგები 700 000-მდე გაიზარდა.

სერ ტონი რადაკინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი ხალხი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის “განსაკუთრებულ ფასს“ იხდის.

„რუსეთს, დაახლოებით 700 000 დაღუპული და დაჭრილი ჰყავს - უზარმაზარი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც რუს ერს უწევს პუტინის ამბიციების გამო“, - აღნიშნა სერ ტონი რადაკინმა.

მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა მტკიცედ უნდა დაიცვან პრინციპი, რომ დაეხმარებიან უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„ეს არის გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეისრუტოს და ასევე დარწმუნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის“, - აღნიშნა სერ ტონი რადაკინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×