რეზონანსი
10.11.2024

ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის ნიშნავს დანაკარგებს, იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს არის ბრძოლის ველზე და არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე, - განაცხადა „იმედინიუსის" საერთაშორისო მიმართულების მთავარმა რედაქტორმა კახა დგებუაძემ გადაცემაში „იმედის კვირა".

„ამ მდგომარეობით ომის დასრულება უკრაინისთვის ნამდვილად ნიშნავს დანაკარგებს, ტერიტორიულ დანაკარგებს და ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური დანაკარგებიც მომავალში.

ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ტრამპის შესაძლო გეგმებზე საუბრისას კი კახა დგებუაძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში, ყველაზე მოგებულ მდგომარეობაში ისრაელი და ბენიამ ნეთანიაჰუა.

„ჩვენ გვახსოვს ტრამპის პირველი ოთხწლედი. ეს იყო ოქროს ხანა ისრაელისთვის იმ კუთხით, ვაშინგტონში მოქმედი პრეზიდენტი როგორ გადაწყვეტილებებს იღებდა ისრაელისთვის. იყო მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებების სერია და ყველაზე მთავარი, ეს იყო იერუსალიმის აღიარება.

ისრაელის ნებისმიერი მთავრობა მიიღებს აბსოლუტურ მხარდაჭერას თავის მოქმედებებში და ღაზაში ომის დასრულება ალბათ უფრო დიდი შანსია, რომ მოხდება ისრაელის პირობებზე და არა პირიქით", - აღნიშნა კახა დგებუაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×