ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ბათუმის სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა.
„16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ბათუმში. ძალიან ბევრ გულშემატკივარს აქვს მატჩზე დასწრების სურვილი, თუმცა სტადიონის ტევადობა ამ ყველაფრის შესაძლებლობას არ იძლევა. როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მობრძანდით, აღნიშნული სივრცე ყოველმხირვ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს", - განაცხადა თბილისის მერმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|