რეზონანსი
13.11.2024

"ქართული ოცნება" კონსტიტუციას ჭუჭრუტანიდან კითხულობს - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" და ცესკოს განცხადებას იურისტი, ეკა ბესლია. 

მისი თქმით, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნის შესახებ, 2 დიდი ოპოზიციური კოალიციის მიერ გაკეთებულ მიმართვას მნიშვნელობა აქვს. 

ამ ეტაპზე, ცესკოსთვის მიმართვას აქვს მნიშვნელობა, იმიტიმ რომ როცა პირი, ვისაც აქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი აქვს, გეუბნება, რომ მე არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და იქ ყოფნას, არ უნდა სცნოს ასეთი პირების უფლება მოსილება (ცესკომ). რამდენი პირიც იქნება ასეთი, იმდენი პირის უფლება-მოსილებაზე ცნობაზე უარი უნდა თქვას, ეს არის ფართო განმარტება კანონის და არა ისე ვიწ ჭუთრუტანიდან, როგორც თავად კითხულობენ ამ ჩანაწერს"- აცხადებს პოლიტიკოსები. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით,  პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებამდე განმარტება გაკეთდა ცესკოშიც - კალანდარიშვილის უწყებაც ამტკიცებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. 

დეპუტატების უფლებამოსილების მაინც ცნობა კონსტიტუციაზე, კანონზე ძალადობა იქნება - სანდრო ბარამიძე

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.

საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა

"არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს

რაც შეეხება, გახარიას გუნდს, ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×