რეზონანსი
13.11.2024

 ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის აუდიენცია დასრულდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქართველი ხალხის გვერდით იდგება.

მან თქვა, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ არჩევნებთან, რუსულ მთავრობასთან. უნდა აღმოვფხვრათ ნიჰილიზმი. მან თქვა, რომ ბრძოლა გრძელდებაო. მე შეიძლება ამომეწუროს პრეზიდენტის სტატუსიო, მაგრამ ვიდგები ქვეყნისა და ხალხის გვერდითო,- ამბობს დათუნა დანელია.

საყურადღებოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან საუბრის დროს ისიც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდეს და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ქუჩაში, დემონსტრანტებთან ერთად დადგეს.

არ გამორიცხავს პრეზიდენტი, რომ ზოგიერთ დემონსტრაციას შეიძლება შეუერთეს, თუმცა ამას არ ექნება წინასწარი ხასიათი და თუ პრეზიდენტი შეუერთდება, ის იქნება რიგითი მოქალაქე, რომელსაც უნდა რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში დგანან მოპარული ხმების წინააღმდეგ,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს ოპოზიციურ წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×