ატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში მოლაპარაკებების გზით, თუმცა ეს ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები.
„მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ ძალის პოზიციიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის თავდაცვითი დახმარების მიწოდება, რათა მათ მივცეთ საშუალება, იყვნენ ძლიერ მდგომარეობაში, როდესაც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას", - დასძინა მარკ რუტემ.