რეზონანსი
14.11.2024

არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, „ფორმულას" და „მთავარს", რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა".

პრემიერის თმით, თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება.

„რაც შეეხება ეგზიტპოლს -თუ აყალბებ არჩევნებს, თუ მმართველი პარტია აყალბებს არჩევნებს, თეორიულად დავუშვათ ასეთი რამ - ამ შემთხვევაში ხომ პროპორციულად აკლდება ყველა ოპოზიციურ პარტიას. ამას ამბობენ. შენ დაიმატე 400 000 ხმა, ეს უნდა გამოაკლო და პროპორციულად უნდა მოაკლდეს ოპოზიციურ პარტიებს. სხვა ლოგიკა ხომ არ არსებობს. ეგზიტპოლი როგორ შეიძლება იყოს სანდო, როცა გვაქვს შემდეგი მოცემულობა - არჩევნებზე დაფიქსირდა 11% „ახალი" და 9% „ლელო". 2%-იანი სხვაობა იყო „ახალსა" და „ლელოს" შორის. „ედისონის" ეგზიტპოლის მიხედვით, 18% ჰქონდა „ახალს" და 9% ჰქონდა „ლელოს". ანუ, არჩევნებში დაფიქსირებულია 2%-იანი სხვაობა და ამათ აქვთ ორმაგი სხვაობა დაფიქსირებული. ცალკე ავიღოთ „ჰარისის" და „ედისონის" ეგზიტპოლები - ერთმანეთში აქვთ ცდომილება. რომელს უნდა ენდო. როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, აქეთ „ფორმულას" და იქით „მთავარს", რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები. უფრო მეტიც, როგორ შეიძლება არჩევნებზე ამოვიდეს 2%-იანი სხვაობა, 9 და 11 და ეგზიტპოლში „ლელოს" პროცენტი სწორად დაჯდა, 9% და 11-ის მაგივრად 18 % დაუფიქსირეს „ახალს", ისე, რომ 2%-ის მაგივრად ორმაგი სხვაობა ფიქსირდება ეგზიტპოლში „ახალსა" და „ლელოს" შორის. თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას პირდაპირ იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება. გაყალბებაზე არ საუბრობენ სინამდვილეში ისინი, ისინი რასაც გვაბრალებენ, ეს არის ფოკუსი. ეს არ არის გაყალბება. 400 000 ხმის დამატება ეს არის ფოკუსი და არა გაყალბება. როცა ასეთ რაღაცას გაბრალებენ, ჩანს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ოპოზიცია", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×