რეზონანსი
29.11.2024

სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი ხუთი პარასკევი.

„როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი და გყავს ამხელა ადმინისტრაცია, შეიძლება, თავად სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი. როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე. ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი, თუმცა ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი. შესაბამისად, მე მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ის არის მილევად რეჟმში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×