რეზონანსი
29.11.2024

საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში, - წერს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება.

ჩაკვეტაძის თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ჩაწერა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი.

მისივე თქმით, „ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას და ასოცირების დღისწესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გვაქვს გეგმა, 2028 წლამდე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული."

„ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ! ისევე როგორც, ეს ხდებოდა კანდიდატის სტატუსით 2 წლის განმავლობაში...

დეკლარირებულია, რომ ევროკავშირი 2030 წლამდე არ გაფართოვდება. გვაქვს მიზანი, ამ პერიოდისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის.

ამის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ეკონომიკა. მესამე წელია, ჩვენს ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2024 წლის ოქტომბერში, რეალური მშპ-ის ზრდამ 11% შეადგინა და პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

ქართულმა ოცნებამ ჩაწერა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი. ამ დროსაც, ე.წ. ოპოზიცია ბოიკოტში იყო.

ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებას 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას დაჰპირდა და ეს დაპირებაც გაცილებით ადრე შეასრულა.

მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია, თუმცა ყველამ უნდა დაიცვას კანონი. ამ ადამიანების ნაწილის აღშფოთება არ მახსენდება, როდესაც საქართველო რამდენჯერმე დაჩაგრეს. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება, გარკვეულმა ჯგუფებმა ფასი დაუკარგეს.

ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას და ასოცირების დღისწესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გვაქვს გეგმა, 2028 წლამდე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული.

ჩვენთვის უმთავრესი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაა, რისთვისაც საზოგადოებამ მხარი 26 ოქტომბერსაც დაგვიჭირა.

ღირსებით ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში ომს, არეულობას, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოს მუდმივი რყევის მცდელობებს.

საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში!

დიდება საქართველოს!"-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×