რეზონანსი
30.11.2024

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არარაობა ქალი, რამდენიმე დღე კიდევ ითვლება პრეზიდენტად. ეს ამორალიზმის და ანტისახელწიფოებრიობის ქრესტომათიული მაგალითი, პოლიციელებზე განხორციელებულ უპრეცედენტო ძალადობას ვერ ხედავს და ფოკუსირდება, ეგზალტირებული მასების დასაშოშმინებლად გამოყენებულ პროპორციულ ძალაზე. ამას და ამის პატრონებს, ყველა ვიდეო და ფაქტი უნდა ააფარო ცხვირწინ და სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს სახელმწიფომ ამ ცილისწამებას აუცილებლად.

ასეთი „მშვიდობიანი" მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში, რომლებსაც შენ და შენი ქმარი (შენი შვილის ნათლია), ხოტბას ასხამდით შემდგომ. ვერ გაგივათ ძალისმიერი სცენარი, საკმარისად ვართ ის ადამიანები, ვინც კონსტიტუციური წყობილების სადარაჯოზე ვიდექით და ვდგავართ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×