რეზონანსი
30.11.2024

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხი.

„ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ეს მთავარი დებულება, ყველაზე მარტივად, სწორად ახსნა ის გარემოება და ის ხვდებოდა იმ საშიშროებას, რაც მოჰყვებოდა მათ ყოველდღიურ მივლინებებს.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ეწოდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რადგან სააკაშვილი საპატიმროშია. პროცესებს ის ხელმძღვანელობს. ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ისტორიაში იმით შევა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს. მთავარსარდალი მიდის და ეუბნება პოლიციელს შენ ხარ რუსი. იგივე მეთოდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როდესაც ჩვენ, ფოტოგრაფები დაგვიჭირეს და გვაბრალებდნენ რუსობას, ყველა ასპექტში ერთი და იგივე მეთოდია, ერთი და იგივე ტექნოლოგიაა. მთავარია, რომ დააბრალო. მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს?!“, - განაცხადა აბდალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×