რეზონანსი
30.11.2024

სან დიეგოს უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ლუკა ფანჩულიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი, გუშინ საღამოს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს.

ლუკა იყო ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი, რომელმაც თავისი შრომით, მონდომებითა და სითბოთი ყველას დაუტოვა დაუვიწყარი მოგონებები. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში, როგორც შთაგონების წყარო და სანიმუშო ახალგაზრდა.

გისამძიმრებთ და ვილოცებთ ლუკას სულისათვის“, - წერია ინფორმაციაში.

სავარაუდოდ იგი დიდუბეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი 19 წლის ბიჭს ბორდიურზე დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×