რეზონანსი
30.11.2024

„საქართველოს პირველ არხთან" მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.

მათ აქციის მონაწილეებთან მისულ გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს პირადად მიმართეს და დაუსვეს კითხვა, რომელ მხარეს დგანან და ვის ემსახურებიან.

მომიტინგეების თქმით, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა.

მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.

აქციის მონაწილეებს თინათინ ბერძენიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ „პირველი არხის" ჟურნალისტები და ოპერატორები პროტესტს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.

„გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები",- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტყუილია „პირველი არხის" წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ ეთერში განსხვავებული აზრი ისმის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×