რეზონანსი
30.11.2024

"ჩვენი არჩევანი  ევროკავშირშია"  - აცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, ახალგაზრდული მუშაკები და ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებისთვის დაუღალავად ვშრომობთ,  ხელს ვუწყობთ ჩვენს ქვეყანასა და ახალგაზრდებს, იყვნენ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ვემიჯნებით 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საბოლოოდ ჭრის ევროინტეგრაციისკენ გაკაფულ გზას და სამუდამოდ ანადგურებს ახალგაზრდული სფეროს მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. 

მოვუწოდებთ სფეროს წარმომადგენლებსა და  საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ შეეგუონ საქართველოს ისტორიული არჩევანის გადაწერას! 

ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მოგიწოდებთ ერთობისკენ და პრო-აქტიურობისკენ!" ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×