რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს, დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან, ისინი მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: ფიქრობს თუ არა ის, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა რევოლუციამდე მოახდინოს ესკალაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “ამაზე არაფერი მიუთითებს”.
“ამაზე არაფერი მიუთითებს, ვინაიდან ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან. ისინი ორ რამეს მოითხოვენ: მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. სხვა არანაირი სახის არავითარი მოწოდება არ არის და ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად იყო, სანამ პროტესტის ძალადობრივად დარბევა არ დაიწყო. თქვენ, ალბათ, ნახეთ ამის ფოტოები.
ამისდა მიუხედავად, პროტესტი ასევე გრძელდება იურიდიული ფორმებით - ადვოკატები იღებენ იმ დემონსტრანტების საქმეებს, რომლებიც სცემეს.
ასე რომ, ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ქვეყანა ვართ, კანონმორჩილებად უნდა დავრჩეთ და კონსტიტუციურ ფარგლებში დავრჩეთ. ვინც ახლა ბევრი რამით კონსტიტუციურ ფარგლებს მიღმა იმყოფებიან, არიან დე ფაქტო ლიდერები, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გაჩნდნენ. ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას და ამისკენ უნდა დავაბრუნოთ და დავაბრუნოთ ქვეყანა მის კანონიერ ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.