რეზონანსი
30.11.2024

პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.

სპეციალური გადაცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გადის. მას თავად არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება.

როგორც ბერძენიშვილმა სპეცეთერის დაწყებისას განაცხადა, 4-4 პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ნახევარ საათიანი დრო მიეცემათ.

პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი აბსანძე, ნატა ძველიშვილი და ნინო დარასელი არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×