რეზონანსი
30.11.2024

საზოგადორივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რგორც ხვიჩია აღნიშნავს, ის ხალხი, ვის ეთერში საჯდომადაც იყო ბრძოლა, ისედაც სულ ეთერებში სხედან და არაფერს ამბობენ.

"ოპოზიციას აქვს სულ მცირე სამი უფრო პოპულარული არხი, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სამივეზე განსხვავებული აზრის, იმაზე უარესი ბლოკადაა მოწყობილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა საზმაუზე ვასილ მაღლაფერიძის პირობებში.

(კომუნისტების დროს რა იყო არ ვიცი)

ეს ხალხი, ვის ეთერში საჯდომადაც იყო ბრძოლა, ისედაც სულ ეთერებში ზიან და არაფერს ამბობენ.

ახლაც დასვეს საზმაუზე და რა? რას ამბობენ ისეთს, რასაც ნაცმედიაში ვერ ილაპარაკებდნენ?

ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა? არ სჯობს საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნათ და ლაპარაკის დაწყება მოსთხოვოთ მოწვეულ სტუმრებს? ნაცვლად იმისა, რომ შევარდეთ და რაც თქვენთან გაქვთ იმნაირი უაზრო კონცერტი მოაწყოთ საზმაუზეც", - წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×