რეზონანსი
30.11.2024

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ, ევროკავშირთან გადაჭრილი და დაგდებული ურთიერთობა და კავშირები ოპოზიციამ ხელში აიღოს, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციები უნდა გაიშალოს და შეეხოს იმ ობიექტებს, რომლებიც ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლების მუშაობას, აქციები უნდა იყოს ყველა ქალაქში.

„იქნება კოალიციური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლების საკოორდინაციო საბჭო. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტს და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, რაც არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს უფრო ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ, ევროკავშირთან გადაჭრილი და დაგდებული ურთიერთობა და კავშირები ხელში ოპოზიციამ აიღოს. ხელში აიღოს და გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. პრეზიდენტთან ხვალინდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. აქციები უნდა გაიშალოს იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლების მუშაობას, აქციები უნდა იყოს ყველა ქალაქში და უნდა ვაჩვენოთ რომ ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×