განათლების სამინისტროსთან პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები და განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ნაწილი აქციას მართავს. აქცია დაორგანიზებულია მოძრაობის, „ქართული განათლება საფრთხეშია" მიერ.
აქციის მონაწილეებიი აცხადებენ, რომ მათიმოთხოვნაა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომა, განათლებაში რეპრესიების შეჩერება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ უკვე დაკარგა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა.
ცნობისთვის, განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. ამის საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.