რეზონანსი
07.12.2024

უკვე კვი­რა­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი საუბრობს:

- და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, შე­იძ­ლე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია შექ­მნას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის (ოპო­ზი­ცი­ის) ქმე­დე­ბა უნდა იყოს ადა­მი­ა­ნურ ფიქრზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და არა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძა­ლა­ზე და არა­მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ურ­თი­ერთ სა­უბ­რით, და­ფიქ­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი დათ­მო­ბე­ბით და სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პის სრუ­ლი­ად ნათ­ლად გახ­სნით უნდა დას­რულ­დეს.

სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ორი­ვე მხა­რე ამ­ბობს: მე მინ­და ევ­რო­პის­კენ! და ამ დროს ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს და ისეა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს, თუკი ჩვენ ოდეს­მე გვი­ჭირ­და და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ხში­რად გვი­ჭირ­და, ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე ძლი­ე­რი ძა­ლის გა­რე­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბა - და დღეს ამის­თა­ნა ძალა არის უამ­რა­ვი მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე ჩრდი­ლო­ეთ­ში და ისე აზი­ა­ში, რომ­ლებ­საც უნ­დათ სუს­ტი, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო.

ეს ჩვენ­მა ხალ­ხმა, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც პო­ლი­ტი­კა­ში უნდა ყოფ­ნა, უნდა გა­ი­გონ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა. ამა­ში ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი იმით გან­სხვავ­დე­ბა ცხო­ვე­ლის­გან რომ ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ ძა­ლით და დარ­ტყმით არ უპი­რის­პირ­დე­ბა. ასეა. თუ ვართ კულ­ტუ­რუ­ლი, მო­აზ­როვ­ნე ხალ­ხი, უნდა გა­ვი­გოთ და ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ. მეტი არაფ­რის თქმა შე­მიძ­ლია, მე არც პო­ლი­ტი­კო­სი ვარ, არც პო­ლი­ტი­კა­ში ვყო­ფილ­ვარ რო­დის­მე და არც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში. უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და მჯე­რა რომ გა­მო­სა­ვა­ლი ერთ რა­მე­შია - უნდა დას­ხდნენ და მო­ი­ლა­პა­რა­კონ.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×