რეზონანსი
07.12.2024

ამ ომს მოვიგებთ! - ამის შესახებ იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება იმ პირების მხარდასაჭერად, რომელთა სასამართლო პროცესიც ახლა უნდა გაიმართოს.

„არა მხოლოდ მსახიობებში, იუმორისტებში, მათ შორის, ექიმებში - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში, რომ ცნობილი ადამიანია, ასე დავსაჯეთ და შენ, რომელიც არაცნობილი ხარ, შენ გათვალე რა გელისო - მათ მინდა ვუთხრა, ეს პირიქით უარესს გამოიწვევს. თქვენც ხომ ნახეთ, როცა დაკავება მოხდა, იმ საღამოსვე, სამ-ოთხჯერ მეტი მივიდა. ასეთი რაღაცები არასდროს ყოფილა, ასეთი მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, 9 აპრილის მერე ასეთი გაღიზიანება არ მახსოვს. ჩვენ მოვიგებთ ომს",- განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×