რეზონანსი
07.12.2024

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად მსა­ხი­ო­ბებ­მა თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დეს, გა­ე­მიჯ­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას და და­იც­ვან მსა­ხი­ო­ბე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი...

თუ რას აპი­რებს და რო­გო­რია მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ცნო­ბილი მსა­ხი­ობი მურ­მან ჯი­ნო­რი­ა თავად საუბროს;

„ხვალ ხა­შურ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა, შე­მო­სუ­ლი თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან. არც ვიცი, ვისი ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა, მაგ­რამ რად­გან საქ­ველ­მოქ­მე­დოა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი. ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არ მი­წყობს, ძა­ლი­ან სუს­ტად ვარ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დე. ჰო­ნო­რა­რის ორი-მე­სა­მე­დიც გა­დავ­დე, მათ გა­დას­ცენ, ვი­საც ჭირ­დე­ბა. შობა-ახა­ლი წელი მო­დის და რა­ღაც რომ ჰქონ­დეთ.

მე­ცო­დე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა იმი­ტომ, რომ მათი ცხოვ­რე­ბა ახლა იწყე­ბა. უნ­დათ ისე­თი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ, რო­გო­რიც თვი­თონ უნ­დათ. იმი­ტომ მე­ცო­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ, მათი სურ­ვი­ლე­ბის­კენ რომ არ მი­დის. ჩვენ არ ვი­ცო­დით სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა იყო, იმათ­მა იცი­ან და აქაც იგი­ვე უნ­დათ. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი, იდე­უ­რე­ბი არი­ან. ერ­თიც კი ვერ და­ვი­ნა­ხე მათ ქცე­ვა­ში ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, მე­ტიჩ­რო­ბა... მათი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს სხვა­ნა­ი­რი, აბა ჩემი ცხოვ­რე­ბა აწი რაღა არის? მე რაც შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ამ 50 წლის მან­ძილ­ზე... ეკ­რან­ზე, არ­სად გა­მო­ჩე­ნა არ მინ­და! ჯერ ისევ სცე­ნი­დან ვამ­ბობ სათ­ქმელს. მონო-სპექ­ტაკლში - „ქარი მწყუ­რია მე პირ­და­პი­რი" ყვე­ლა­ფე­რია... - სა­ქარ­თვე­ლო, ურ­თი­ერ­თო­ბა, იმე­დი, სევ­და... ერთხელ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს უთხრეს, ბა­ტო­ნო გა­ლა­კტი­ონ, თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფია რომ და­წე­რო­თო და უპა­სუ­ხა, და­წე­რი­ლია ძა­მი­კო, ჩემს ათ ტომ­ში ყვე­ლა­ფე­რი წე­რი­აო... ასეა, ჩემს მონო-სპექ­ტაკლშიც ყვე­ლა­ფე­რია და ვი­საც ეს შან­სი არ აქვს, მან უნდა ისა­უბ­როს... გა­მო­ვალ, მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა­ფერს ასე ვე­ტყვი, მა­ყუ­რე­ბელ უმე­ტე­სად სულ ცრემ­ლე­ბი მოს­დის. ლექსს კი­თხუ­ლობ­დე და მა­ყუ­რე­ბელს ცრემ­ლი სდი­ო­დეს, ეტყო­ბა ჩვენს გე­ნი­ო­სებ­ში ისე­თი რამ არის, რაც ცრემ­ლებს გვრის ადა­მი­ანს.

გი­თხა­რით, რა­საც ვა­კე­თებ, ხვალ აგერ მკვდა­რი კაცი მივ­დი­ვარ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ოდ­ნავ ყოფა რომ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. რომ გა­ვა­ხა­რო, სუ­ლი­ე­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ეს შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო და ამა­ზე უკან არა­სო­დეს და­ვი­ხევ, სა­ნამ სული მიდ­გას! ჩემს ხალ­ხს რომ მო­ვე­ფე­რო და იმე­დი მივ­ცე, მი­თხა­რით, ამა­ზე მეტი რა გა­ვა­კე­თო?! ვი­საც რა უნდა ის გა­ა­კე­თოს, მე ასე მსურს... მინ­და ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს! კარ­გი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ ის­წავ­ლი­ან, აქ მო­ვიდ­ნენ და თა­ვის ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნას მო­ახ­მა­რონ. ახალ­გაზ­რდო­ბა ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს, ასე ყო­ფი­ლა ის­ტო­რი­უ­ლად! სხვა იმ­პულ­სი აქვთ, ტვი­ნით კი არა, გუ­ლით გრძნო­ბენ, რაც უნ­დათ. ამი­ტო­მაც ისი­ნი ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი არი­ან. და­ჩო­ქი­ლი ვუხ­დი მად­ლო­ბას, ასე­თი კარ­გე­ბი რომ არი­ან. გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას! ღმერ­თმა სი­კე­თე მოგ­ვცეს, მშვი­დო­ბი­ა­ნი შობა და ახლი წელი".

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×