რეზონანსი
07.12.2024

მეგობრებო, შეიძლება ყველანი განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობას, მეგობრობას არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ, – ამის შესახებ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს.

„მეგობრებო, შეიძლება ყველანი განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი ღმერთის სახითა და ხატად ვართ შექმნილნი, თქვენც, მეც, ვინც გიყვართ, ვინც არ გიყვართ. მშვიდობას, შერიგებას ,სამართლიანობას, მეგობრობას არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა. ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ. განსხვავებულები, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მუსლიმები, ებრაელები, ქრისტიანები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, მაგრამ ერთნი ვართ, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილი. გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, არის ღმერთის სახე და ხატი. თუ ამ ქალაქში ვინმეს სცემენ, იცოდეთ, რომ სცემენ ღმერთს, ურტყამენ ღმერთს, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი. ჩვენი სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ არიან დევნილი, შევიწროებული, ნაწამები, ნაცემი. ყველამ უნდა იცოდეს, სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს. ვიდგეთ ყველანი, სამართლიანობის, მშვიდობის, ერთგულების, სიყვარულის სამსახურში. თქვენც, ჩვენც, ყველა ერთად ვაშენოთ ეს საქართველო, რომელსაც დღეს, როგორც არასდროს სწყურია სიცოცხლე, თავისუფლება, სიყვარული, სილაღე. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დაგვლოცოს ჩვენ ყველა, ვინც ამ ცის ქვეშეთში ვართ. ამინ!“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×