რეზონანსი
09.12.2024

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამ დრომდე არაა ამოღებული ოპერატორის, გიორგი შეწირულის სამოსი, რომელიც მას თავდასხმის დროს ეცვა და რომელზეც სისხლის კვალია

"გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით!!! ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი. დნმ ექსპერტიზას არ გჭირდებათ? ტანსაცმელზე ვის კვალს იპოვით წიხლებით, რომ შედგნენ ოპერატორს ეს გამოძიებას არ აინტერესებს? 

სად არის კამერა და სამაუწყებლო აპარატურა, სადაც არის ჩიპი და იქ ჩანს თავდასხმის მაღალი გარჩევადობის ვიდეო." წერს ნოდარ მელაძე

 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მათივე მტკიცებით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე. 

სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ, თუმცა დაკავებული არავინა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×