რეზონანსი
09.12.2024

პროტესტის მეთორმეტე დღე ქვეყანაში - რუსთაველის გამზირზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მივიდა. 

მისი თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარებაა. 

ხიდაშელი აქციებზე დაკავებული ყველა პირის გათავსიუფლებას ითხოვს. 

უმთავრესი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, თუმცა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომელიც რეჟიმის პატიმარია. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან საპატიმროებში, იმიტომ არ აქვთ საშუალება იმკურნალონ შესაბამისად, იმიტომ რომ ისინი წამების მსხვერპლი გახდნენ, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა ერთმა ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა ჰყავდეს ტყვეობაში თავისუფალი ადამიანები. ამიტომ დიახ არჩევნები არის უმთავრესი მოთხოვნა, თუმცა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გათავისუფლება", - ამბობს თინა ხიდაშელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×