რეზონანსი
10.12.2024

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ორ საკანონმდებლო ინიციატივას აფასებენ ოპოზიციაში. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ აქციის მონაწილეებისთვის სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვის აკრძალვა და პიროტექნიკის გამოყენების დარეგულირების საკითხი - საპროტესტო მუხტის შემცირებას ემსახურება.

ოპოზიციაში ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ მსგავსი კანონების მიღება აქციის მონაწილეებზე გავლენას არ მოახდენს.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ხელისუფლება ახალი კანონმდებლობით ცდილობს პროტესტის მონაწილეები გადატეხოს, რაც არ გამოუვათ.

"საკანონმდებლო ინიციატივები ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და საზოგადოების საჭიროებებს. ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური კონტექსტი. აპირებენ, რომ გამოიყენონ სადამსჯელო მექანიზმად ახალი კანონპროექტები, რათა ის ხალხი, რომელიც ქუჩში არიან და იცავენ ეროვნულ ინტერესებს რამენაირად გადატეხონ. ეს არ მოხდება", - განაცხადა გალდავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×