რეზონანსი
10.12.2024

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა როლი ითამაშა რუსეთმა ასადის მოსკოვში გადახვეწაზე და მონაწილეობდა თუ არ ის მის გადადგომაში.

„სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ასადის პირადი გადაწყვეტილება იყო. ყველაფერი სხვა კომენტარის გარეშე“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×