რეზონანსი
10.12.2024

მეტრო" უნივერსიტეტის" სადგურზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ხელი კრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს. ის ადგილზე დაიღუპა

ამ დროისთვის მეტრო გაჩერებულია. ადგილზე არიან სამართალდამცავები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცს ხელი კრეს და ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო. ნასვამ ადამიანს, ხელი კრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო. სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა. დამნაშავე მეტროს თანამშრომელმა გოგონამ და 18 წლის ბიჭმა დაიჭირეს გაქცევის დროს", - წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.

ოფიციალურად, ჯერჯერობით, შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×