რეზონანსი
11.12.2024

მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავ­რი ლი­ან­და­გებ­ში ჩააგდეს და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაცს ხელი ჰკრა, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ლი­ან­და­გებ­ში გადავარდა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყ­ვე­ბი­ან, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მეტ­როს მე­მან­ქა­ნე, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აღიქ­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან მა­მა­კაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე სად­გურ­ში იყო შე­მო­სუ­ლი.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, მე­მან­ქა­ნე ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ფერს იზამ­და. ეტყო­ბა, რომ და­ი­ნა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, მა­შინ ჰკრა ხელი და ჩა­აგ­დო კა­ცი, რო­მე­ლიც ამ­ბო­ბენ, რომ იქ­ნე­ბა 40 წლამ­დე. დამ­ნა­შა­ვე იქვე და­უ­კა­ვე­ბი­ათ, არ ვიცი, იც­ნობ­და თუ არა გარ­დაც­ვლილს დამ­ნა­შა­ვე.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს. რო­გორც მი­თხრეს, მე­მან­ქა­ნე სა­შინ­ლად გა­ნიც­დის. ფი­ზი­კუ­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­დაო ამ­ბო­ბენ, ამ მე­მან­ქა­ნეს ეს სტრე­სი უნ­დო­და ახლა, მა­საც თავს გა­დახ­და ტრა­გე­დია. შვი­ლი ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი - მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ავა­რი­ით და­ე­ღუ­პა. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია გა­დახ­და თავს და ახლა ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია. ყვე­ლა ამ­ბობს, ვე­რა­ფერს იზამ­და, ისე ახ­ლოს იყო უკვე მა­ტა­რე­ბე­ლი. სხვა არა­ფე­რი ვიცი. იმე­დია და­ის­ჯე­ბა დამ­ნა­შა­ვე" - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×