რეზონანსი
11.12.2024

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ლევან ყოლბაიამ განიხილა.

მოსამართლის თქმით, განჩინება 48 საათში შესაძლოა გასაჩივრდეს.

დაცვის მხარის ადვოკატი დავით ჯაფარიძე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის 1000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.

თავის მხრივ, პროკურორი პაატა ცეცხლაძე დაკავებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს დანაშაულის ხელახლა გამეორების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×