რეზონანსი
11.12.2024

აღიარებულია, რომ საქართველოს მართავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც რაიმე კონსტიტუციური სტატუსიც კი არ აქვს. მას გადასცეს, რომ მისი არაფორმალური მმართველობა ქართველის ხალხის ინტერესებს და საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება , - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და „ქარული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს.

ნაცვლიშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილიც კი არ აღიარებს ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა დღეს დაურეკა ივანიშვილს და გასაგები გახადა ყველაფერი:

დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს და არ ესაუბრება თვითმარქვია კობახიძეს და არალეგიტიმურ მთავრობას.

დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს და არ ესაუბრება თვითმარქვია პაპუაშვილს და არალეგიტიმურ პარლამენტს.

აღიარებულია, რომ საქართველოს მართავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც რაიმე კონსტიტუციური სტატუსიც კი არ აქვს. მას გადასცეს, რომ მისი არაფორმალური მმართველობა ქართველის ხალხის ინტერესებს და საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

ყველამ იცის, როგორ მიიტაცა მან სახელმწიფო და რა მოხდა 26 ოქტომბერს.

არავინ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას გასაჭირში, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მხნედ და ერთად!

პ. ს. სამართლებრივ სახელმწიფოში, ნებისმიერი პირი, რომელსაც ოფიციალური კონსტიტუციური სტატუსი არ აქვს, ვერ და არ შევიდოდა ასეთ საუბარში და იტყოდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვართ, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, გთხოვთ, ოფიციალურ უწყებებს, პრემიერს, პარლამენტს ესაუბრეთ-ო. მაგრამ ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ოლიგარქიული მიტაცებული სახელმწიფო ვართ ჯერ-ჯერობით.

ბიძინაც კი არ აღიარებს კობახიძე-პაპუაშვილებს, ე.ი. რაც გინდათ ის დაუძახეთ”, - წერს ნაცვლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×