რეზონანსი
12.12.2024

IT სპეციალისტების პროტესტი - ტექნოლოგიური კომუნის წევრებმა პარლამენტის მიმართულებით საპროტესტი მოსვლელობა გამართეს.

“აღმოჩენილია შეცდომა“, “მთავრობა არ მუშაობს“,  “საჭიროა პროტესტი“ - ამ ლოზუნგებით პროტესტის რეჟიმში გადასული სპეციალისტები პარლამენტის წინ დგანან.

ისინი ყველა იმ კომპანიას, რომელიც სამთავრობო სექტორს ემსახურება, მოუწოდებენ, გათიშონ სერვისები და დაუდგენენ ქართველ ხალხს გვერდით.

“გადავწყვიტეთ, ცალკე სფეროების მიხედვით გამოვხატოთ საკუთარი გულის ტკივილი“, - ამბობენ ისინი.

რაც დეკემბრის თვეში მოხდა ამის დავიწყება და ამასთან შეგუება, მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, ამიტომ სისტემატური პროტესტია საჭირო“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

დღეს ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და კეთილდღეობისთვის ვდგავართ, თითოეულ ქართველს გვინდა ეს და მნიშვნებელობა არ აქვს, რომელ მხარეს ვდგავართ “, - ამბობს აქციის მონაწილე.

IT სპეციალისტები ორდღიან გაფიცვას აცხადებენ - ტექნოლოგიური კომუნის წევრები, უარს ამბობენ სამსახურებში მისვლაზე და დილიდან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×