რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას ხუნტა უწოდა და საპარლამენრო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებული "ქართულ ოცნება" სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა:
"ჩვენ ახლა ვიქმნებით, ყველანი ერთად, საოცარი ქმნადობის პროცესში ვართ. ის ხატები, რასაც ახლა ეს რეალობა ქმნის, სასწაულია. გველი რომ ტოვებს თავის ძველ პერანგს და ახალი სხეულით იბადება, აი, ამის მოწმენი ვართ. იბადება ახალი ერი, რომელიც 35 წლის განმავლობაში გაჭირვებით მოდიოდა, მოდიოდა და უცებ ამოყო თავი ამ ახალმა სხეულმა ჩვენი ახალგაზრდების სახით. რასაც ვხედავთ საჯაროდ, ტელევიზიით, რომ გამოყო თათი საზარელმა ურჩხულმა, პოლიციამ, რობოკოპებმა და ხორცსაკეპ მანქანით გადაუვლიან ხოლმე დაუცველ ადამიანებს. ძალიან რთულ ორთაბრძოლაში ვართ, რომელიც შემდეგ აღბეჭდილი იქნება დიდ ეპოსში, რომ ასე დაიბადა ეს ერი. მე იმედი მაქვს, რომ ამ საზარელ დღეებს გადავივლით და ახლიდან დავიბადებით. ძალიან დიდი საშიშროება გვაქვს ყველა მხრიდან, მაგრამ უნდა გავუძლოთ. დღეს საქართველოში თარეშობს ხუნტა, მართული არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი. დღეს ჩვენ ამ ხუნტის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწმენი ვართ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ნანა ჯანელიძემ.