თბილისის ქუჩებში პროტესტი არ წყდება - პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით ამ წუთებში აქციას მუსიკოსები მართავენ. ამ წუთებში მსვლელობა სახელმწიფო კონსერვატორიიდან დაიძრა, რომელსაც მომღერალი ირმა სოხაძე მოუყვება.
მოტყუებულები და გაწბილებულები ვართ - ამბობს ირმა სოხაძე და აცხადებს, რომ აუტანელია ამ ყვეალფერთან შეგუება.
იმის მაგივრად, რომ აზრზე მოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას, გამოასწორონ შეცდომა, ამის მაგივრად ახალგაზრდებს იჭერენ - ამბობს ირმა სოხაძე და ყველა დაკავებული მომიტინგის გათავისუფლეაბს ითხოვს.
არც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავიო აქციაზე, ალბათ, 9 აპრილის შემდეგ არ ვყოფილვარ. მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ყველა უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ძალიან აღშოფთებულები, მოტყუებულები, შეძრწუნებულები და გაწბილებულები ვართ. ასე ცუდად მე თავი არასდროს მიგრძვნია. კონკრეტული ჩვენი მოთხოვნა ეხება ფანტასტიურ ახალგაზრდას, დიდი პიანისტის მომავლის მქონე ადამიანს, მაგრამ კიდევ, ვინც არ უნდა იყოს უკანონოდ, სრულიად უსამართლოდ დაკავებული, ყველას გამოშვებას ვითხოვთ. ეს ბავშვები ითხოვდნენ კონსტიტუციის აღსრულებას, 78-ე მუხლის დაცვას და იმის მაგივრად, რომ აზრზე მოხვიდე და ბოდიში მოუხდო შენს მოსახლეობას, გამოასწარო ეს შცდომა, ამის მაგივრად იჭერ ამ ახალგაზრდებს. ანრი კაკაბაძე და ანდრო ჭიჭინაძე, ეს ძვირფასი ბავშვები თურმე ახალ წელს და შობას ციხეში უნდა შეხვდნენ. რატომ? რა დააშევს. ეს აღმაშფოთებელი კი არა აუტანელია. მე ამასთან შეგუება არ შემიძლია. მე ძალიან მიჭირს. ვისაც დარჩა იმის ტვინი თუ უტვინობა, იფიქროს, რომ ამის უკან კეთილი ზრახვები აქვს ხელისუფლებას, არვიცი, მათი გადასაწყვეტია და მათ სინდისზე იყოს", - განაცხადა ირმა სოხაძემ.
სახალხო პროტესტს ცოტა ხნის წინ საქართველოს დროშით შეუერთდა მომღერალი გიული ჩოხელი. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თაობის წარმომადგენლები, ახლაც გვერდიგვერდ დგანან და პროტესტის გამოხატვის განსვავებული ფორმებით და საყვირების გამაყურებელი ხმებით ითხოვენ მათ შორის კონსერვატორიის რექტორისგან სიმართლის მხარეს დგომას.