რეზონანსი
13.12.2024

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელ მდივანს გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ძალებს სურთ, საქართველოში სუბიექტური სანქციებით დაგვაშინონ, თუმცა ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება, რადგან ახლა ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტისა და გადარჩენისთვის. სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ გამოყოფენ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად იბრძვიან. კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×